Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სოფელ სამებასთან მორიგი მიწისძვრა მოხდა

საზოგადოება
1450
Frontnews
სოფელ სამებასთან მორიგი მიწისძვრა მოხდა

სოფელ სამებასთან დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  დღეს, თბილისის დროით 10:25 საათზე, სოფელ სამებასთან 3.4 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

 

დღეს პირველი, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 07:36 საათზე დაფიქსირდა. შემდეგი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 09:10 საათზე, 3.1 მაგნიტუდის – 09:18 საათზე. 

 

დღესვე რამდენიმე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა.

 

ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 8 მიწისძვრა დაფიქსირდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები