Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სოფო ჯაფარიძე - ეს უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს

პოლიტიკა
681
Frontnews
სოფო ჯაფარიძე - ეს უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს

ეს უსამართლობა მალე დასრულდება და სასამართლო თავის სახელს დაიბრუნებს. აქ სოლიდარობისთვის ვართ, არა იმის იმედით, რომ მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

“ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ახალგაზრდები აიყვანოს ტყვეობაში და ის ფიქრობს, რომ ამით სიმართლის ხმას ჩაახშობს, მაგრამ სინამდვილეში ის თავისივე გაბმულ მახეში იხლართება, საიდანაც ვეღარ გამოვა და ძალიან მალე ეს უსამართლობა დასრულდება და ამ შენობას, რომელსაც ადრე სასამართლო ერქვა, ისევ დაერქმევა სასამართლო, რადგან ახლა ამ შენობაში ყველაფერი არის, გარდა სამართლისა.

ჩვენ აქ დავდივართ მხოლოდ იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ ახალგაზრდებს და არა იმიტომ, რომ რაღაცის იმედი გვაქვს, თითქოს და მოსამართლეები მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები