Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სულხან თამაზაშვილი ინდოეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
61
Frontnews
სულხან თამაზაშვილი ინდოეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ამით კუმარ მიშრასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებათაშორისი კავშირების გაძლიერებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები