ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სულხან თამაზაშვილი – მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა და აქ არიან ქომაგები, რომლებსაც აქვთ ასეთი არაადეკვატური ქმედებები

ავტორი
Frontnews საქართველო
მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად პოლიციას გაარტყა სილა, ეს სხვა მოვლენაა და მეორე მხრივ, არიან ქომაგები, რომლებსაც ახასიათებთ არაადეკვატური ქმედებები, - ამის შესახებ შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა - "რატომ გათავისუფლდნენ დაკავებულები, როდესაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ინვენტარის დაზიანებისთვის ადამიანები ციხეში არიან, მათ შორის მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია“.
"ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული გავათავისუფლეთ. ეს არის განსხვავებული მოვლენა, რადგან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, მე აღვნიშნე, მათ შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარშიც ისმის, არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია და პოლიციის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგები.
მზია ამაღლობელი სხვა მოვლენაა. ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად, პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა და აქ არიან ქომაგები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური ქმედებები“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
თაგები:
სულხან თამაზაშვილი




