Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

სამართალი
51
Frontnews
სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვია.

სულხან თამაზაშვილთან  ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და გაგა კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი, დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა და სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ თანამშრომლებს გაესაუბრა.

ასევე,  ყაზბეგის რაიონული სამმართველოს გუდაურის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და დაცვის პოლიციის განყოფილებები დაათვალიერა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები