Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ტაილანდურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

საზოგადოება
763
Frontnews
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ტაილანდურ რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი შპს "ერდოღან ქალაიჯი“ (მისამართი: ბათუმი, გორგასლის ქუჩა N13)  არაგეგმურად შეამოწმეს.

"ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა არაკრიტიკული  და კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა,  დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.  

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები; 

მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები