ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

ავტორი
Frontnews საქართველო
თბილისში კვების ობიექტებს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
"დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.
სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა თბილისში, აღმაშენებლის #36-ში მდებარე რესტორანში შპს „ბეთულ“ (ს/კ 404727246); ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში; გარდა ამისა, დაფიქსირდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც შპს „ბეთულ“ დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის, კრიტიკული შეუსაბამობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა ასევე შპს „ფუდაჰოლიკს“ (ს/კ 436059113), რომელიც 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.
არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ინდივიდუალური მეწარმე უ. მ-ის საშაურმეს (ქეთევან დედოფლის გამზირი 65), შპს „სომხურ ეზოს“ (ს/კ 404809132; ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას N7ა), შპს „ევროზია ითს ბრაზერსს“ (ს/კ 402369405; ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 112), შპს „ინდურ ზაიკას“ (ს/კ 406541470, ქ. თბილისი, ახმეტის ქუჩა 14) და ინდივიდუალური მეწარმე ჰ. ს-ის ობიექტს (ქ. თბილისი, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16), შპს „ნიუ ქარიპოტს“ (ს/კ 400456396, ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 47/49), შპს “არქეი რესთორანთ 02”-ს (ს/კ 405554684; ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N6), შპს “როიალ ქითჩენ ისანს” (ს/კ 405794868; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N76, შპს “ელაკკას” (ს/კ 406499294; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N19ა), შპს „მაუჯ ექსპრესს“ (ს/კ 405869074, ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 19ა) და შპს “რესტორან სეულს” (ს/კ 405185428, ქ. თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N7).
განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ინდივიდუალური მეწარმე ი. შ (თბილისი, პეკინის 31ბ) და შპს „იომი 1977“ (ს/კ 404747716; ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. 3) 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ.
მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
თაგები:
სურსათის ეროვნული სააგენტო




