Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

საზოგადოება
344
Frontnews
თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის პატრონაჟით, თბილისობის ფარგლებში, ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ბაგრატიონმა ორბელიანების სასახლის მიმდებარედ წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, გაეცნო ქართველი მეწარმეების მიერ შექმნილ პროდუქციას და მათ საქმიანობას.

"გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავს ქართული წარმოების მხარდაჭერასა და ფართო აუდიტორიისთვის წარდგენას. თბილისობის ფარგლებში გამართული ღონისძიება ქართული მეწარმეობის მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. გამოფენაში 70-ზე მეტი ქართველი მეწარმეა ჩართული.

მონაწილეები მადლობას უხდიან თამარ ბაგრატიონს, ქართული საქმისა და ქართველი მეწარმეების მიმართ გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ქართველი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა 3 და 4 ოქტომბერს, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები