Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თამარ გუგულაშვილი - ნდობის აღდგენის შესაძლებლობა მთავრობას აქვს დარჩენილი და ამას ყოველდღე ეუბნებიან ევროკავშირიდან

პოლიტიკა
502
Frontnews
თამარ გუგულაშვილი - ნდობის აღდგენის შესაძლებლობა მთავრობას აქვს დარჩენილი და ამას ყოველდღე ეუბნებიან ევროკავშირიდან

ნდობის აღდგენის შესაძლებლობა დღევანდელ მთავრობას აქვს დარჩენილი და ამას ყოველდღე ეუბნებიან ევროკავშირიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა. 

"ნათქვამია, რომ დიახ, საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი ფურცელზეა დატოვებული. ჩვენ, ქართველებმა ვიცით, რომ საქართველომ რაც გააკეთა ევროკავშირთან დასაახლოებლად, ახლა ამ ყველაფერს აუქმებს. ევროკავშირში ეს ყველაფერი იციან, ისიც იციან, რომ ქვეყანაში ცვლილებებია სასწრაფოდ საჭირო.

ნდობის აღდგენის შესაძლებლობა დღევანდელ მთავრობას აქვს დარჩენილი და ამას ყოველდღე ეუბნებიან ევროკავშირიდან. ისინი "ოცნებას" ეუბნებიან, რომ თუ დასხდებიან და თავიანთ მოქალაქეებს მოუსმენენ - ყველაფერს აღიდგენენ. ევროკავშირის ნდობა "ოცნების" მიმართ გადის ქართველი ხალხის ნდობაზე", - განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები