ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმებით სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

ავტორი
Frontnews საქართველო
თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ დაამტკიცა.
თამაზ ელიზბარაშვილმა ბრალდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღიარა.
საპროცესო შეთანხმებით თამაზ ელიზბარაშვილს 9 თვე პატიმრობა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თაგები:
თამაზ ელიზბარაშვილი




