Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ტარიელ კაკაბაძე - გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში, გადაეცემა სხვა გამომძიებელს

სამართალი
416
Frontnews
ტარიელ კაკაბაძე - გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში, გადაეცემა სხვა გამომძიებელს

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, 12 წლის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეს დღეს თბილისში გადმოგზავნიან.

ინფორმაციას ადვოკატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს.

"დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში. საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს. მადლობა საზოგადოებას ასეთი მხარდაჭერისთვის!", - წერს ტარიელ კაკაბაძე.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები