Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა

სამხედრო
223
Frontnews
თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი იმედა გვრიტიშვილი, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, აკადემიის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. შეხვედრების ძირითად მიზანს სამხედრო განათლების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება, განხორციელებული რეფორმების გაცნობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

"აღნიშნულმა შეხვედრებმა ხელი შეუწყო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც სამხედრო განათლების განვითარებისა და მომავალი ოფიცრების პროფესიული მომზადების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები