Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სამხედრო
680
Frontnews
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. მან სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მხარდაჭერა აღუთქვა და 2026 წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში წარმატებული ასპარეზობისთვის, მინისტრის სახელით, მაჯის საათები გადასცა.

"დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ აქტივობებში რეგულარულად არიან ჩართული, რაც მათ მოტივაციას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 32-მა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, მათ შორის: გერმანიაში გამართულ „გერმანიის ძლიერთა თამაშების სპორტულ ფესტივალში“, შოტლანდიაში - "რთულ რელიეფზე მარშირებას“ და ლისის ტბაზე გამართულ ყოველწლიურ საქველმოქმედო გარბენში.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ და ფსიქოლოგიურ პროგრამას ახორციელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები