Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს

პოლიტიკა
588
Frontnews
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში განათავსებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, შეამოწმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობა და დადგინდა, რომ მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.

მისი თქმით, აღნიშნულ სადარბაზოებში მცხოვრები 28 ოჯახი თბილისის მერიას სასტუმროებში გადაჰყავს და ასზე მეტ ადამიანს ექვს სასტუმროში განათავსებს.

"მერიის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან  ერთად, დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა, ასევე, მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთელ კორპუსში მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროებში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა საუბარი. ასზე მეტი ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ადგილზე რჩებიან ყველა უწყების და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები