ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.
შეხვედრას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია ესწრებოდა.
ვაჟა სირაძემ მსმენელებთან პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობაზე, ასევე სამართალდამცავი საქმიანობის თანმხლებ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, პოლიციელთა ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს ვაჟა სირაძემ მსმენელების შეკითხვებს უპასუხა, მათ საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თაგები:
ვაჟა სირაძე




