ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია "საქართველოს ბანკი"

ავტორი
Frontnews საქართველო
"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს კითხვის მოყვარულებს 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში უმასპინძლებს.
ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
გაეცნონ ახალ გამოცემებს;
დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;
შეხვდნენ ავტორებს;
ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;
დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;
შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
(R)
თაგები:
საქართველოს ბანკი




