ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თბილისში ბინების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა დროს ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ჩხრეკების შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ხელსაწყოები, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





