ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც ერთ-ერთ მარკეტიდან 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში უკანონოდ შეაღწია და 1 700 ლარამდე ღირებულების თამბაქოს ნაწარმი მოიპარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, სხვა მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 19-177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





