Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

საზოგადოება
339
Frontnews
თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კენჭისყრის  შედეგად გამოვლინდა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა.

აღნიშნული ოჯახების განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ  კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე  საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426  დევნილი ოჯახი გახდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები