ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
"გლოვოს" კურიერზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია "გლოვოს" კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.





