Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თბილისში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალი
193
Frontnews
თბილისში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირად ღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები