Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თბილისში საპროტესტო აქცია - "საქართველო ივანიშვილის გარეშე" გაიმართა

პოლიტიკა
103
Frontnews
თბილისში საპროტესტო აქცია - "საქართველო ივანიშვილის გარეშე" გაიმართა

თბილისში საპროტესტო აქცია - "საქართველო ივანიშვილის გარეშე" გაიმართა.

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის მეტრომდე მივიდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის, რომლის მთავარი ლოზუნგია "გაძლებიდან გაძლიერებამდე!“

აქციის მონაწილეები ხელისუფლების პოლიტიკასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას აპროტესტებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საპროტესტო კამპანია ორი მიმართულებით გაგრძელდება - ქუჩის აქციებით და სასამართლოში სამართლებრივი დავებით.

მათივე თქმით, საპროტესტო კამპანია გაგრძელდება და 28 ნოემბერს მასშტაბური აქცია გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები