Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ჭიათურის კულტურის ცენტრში წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს

საზოგადოება
864
Frontnews
ჭიათურის კულტურის ცენტრში წლის საუკეთესო მასწავლებლები დააჯილდოვეს

ჭიათურის კულტურის ცენტრში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმინი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

პედაგოგებთან შეხვედრა ახალგაზრდულ საკითხთა და ხელოვნების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

 

მასწავლებლებს პროფესიული დღე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიულოცეს და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, რესურსცენტრის მიერ წარდგენილი წლის საუკეთესო მასწავლებლები საპატიო დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.

 

ჭიათურის კულტურის ცენტრი მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას ოთხი წელია, შეუერთდა.

 

ცნობისთვის, 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები