Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თეიმურაზ მღებრიშვილი - იმედს არ ვკარგავთ, მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები, დაველოდოთ შედეგებს

საზოგადოება
265
Frontnews
თეიმურაზ მღებრიშვილი - იმედს არ ვკარგავთ, მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები, დაველოდოთ შედეგებს

ამ დროისთვის 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, ჯანმრთელადაა, ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ძებნა-შველის ღონისძიება ამ დროისთვისაც უწყვეტად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ფონიჭალაში განაცხადა.

მისი თქმით, პერიმეტრზე დამატებითი ძალებით მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია.

"ამ დროისთვის 3 წლის გოგონაა ამოყვანილი ნანგრევებიდან, ჯანმრთელადაა, ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ბავშვი კონტაქტურია. ძებნა-შველის ღონისძიება ამ დროისთვისაც უწყვეტად მიმდინარეობს.

იმედს არ ვკარგავთ, მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები, დაველოდოთ შედეგებს. ვითარებას ართულებს ის, რომ ნაშალი მასალა ჩამოშლილია მცირე ფრაგმენტებად და საფრთხე ხელახალი ნგრევის.

კონტაქტზე გამოსვლას რაც შეეხება, შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს მთელ ტერიტორიაზე, ვაკვირდებით, თუმცა ჯერ კონტაქტზე არავინ გამოსულა.

ბავშვი ნანახია მესამე და მეორე სართულებს შორის ნანგრევებში. სადაც ბავშვია ნაპოვნი, იქ მიმდინარეობს დამატებითი ძალებით ტერიტორიის გადამოწმება და იმედს არ ვკარგავთ", - განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა. 

ადგილზე 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები