Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ტეხასის შტატში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

მსოფლიო
1402
Frontnews
ტეხასის შტატში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ტეხასის შტატში, სან ანტონიოს გარეუბანში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

 

მაშველები თქმით, 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სატვირთოში, რომელიც მძღოლმა მიატოვა, არ იყო მოქმედი კონდიციონერი და სასმელი წყალი.

 

”მათ ჰყავდათ ოჯახები და სავარაუდოდ, ცდილობდნენ უკეთესი ცხოვრების პოვნას. ეს არაფერია, თუ არა საშინელი, ადამიანური ტრაგედია“, – განაცხადა სან ანტონიოს მერმა რონ ნირენბერგმა.

 

სან ანტონიო, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრშია, ადამიანებით მოვაჭრეებისთვის მთავარი სატრანზიტო გზაა და ხშირად იყენებენ სატვირთო მანქანებს უსაბუთო მიგრანტების გადასაყვანად.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები