Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თენგიზ შარმანაშვილი - დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის

პოლიტიკა
232
Frontnews
თენგიზ შარმანაშვილი - დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ."ბარიგებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ.

შარმანაშვილი განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯაფარიძეს დედამიწაზე ჯერ არ არსებული სახელმწიფოს შექმნა სურს.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ ტოლერანტული იყოს, შესაბამისად, ჯაფარიძის უპასუხისმგებლო პოზიციით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვერ იხელმძღვანელებს.

"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებაა. დედამიწაზე არ არსებობს არანაირი ტიპის სახელმწიფო - იქნება ეს დემოკრატიული, ტოტალიტარული თუ სხვა ტიპის - რომელიც ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას და გასაღებას არ ებრძვის. ეტყობა, ჯაფარიძეს უნდა ყოვლად წარმოუდგენელი სახელმწიფოს შექმნა საქართველოში, დედამიწაზე ჯერ არ არსებულის. მოდი, ეს სხვაგან გააკეთოს, საქართველოს თავი დაანებოს. ასეთი მიდგომა - ყველა ტიპის ნარკოტიკის ასე თავისუფლად გაყიდვა, მით უმეტეს, ტოლერანტული დამოკიდებულება გამსაღებლებისადმი, რომლებიც უკანონოდ ავრცელებენ ამ ნარკოტიკებს, სახელმწიფო იყოს ტოლერანტული, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ასეთი უპასუხისმგებლო საკითხებით ვერ იხელმძღვანელებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება", - განაცხადა შარმანაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები