ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თენგიზ შარმანაშვილი - ეს არის სწორი მიმართულება, არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება და აცხადებს, რომ ეს სწორი მიმართულებაა.
მისივე თქმით, არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული.
„ეს არის სწორი მიმართულება. არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული. რომელიმე პარტიის წინაშე კი არა, როგორც უნდათ წარმოაჩინონ, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, - წერს შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




