Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თენგიზ შარმანაშვილი - რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?

პოლიტიკა
363
Frontnews
თენგიზ შარმანაშვილი - რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?

კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ  ჩიპების ამოსაღებად? რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა? - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთს ჩინეთთან ათასობით კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, საქართველოს ტრანზიტულ მარშრუტად მოაზრება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

"კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ  ჩიპების ამოსაღებად ? ყველა სარეცხი მანქანის 80% ჩინეთში მზადდება, თუ მეტი არა. რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს ! 4000! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა? მძიმე შემთხვევაა, ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ!” - წერს შარმანაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები