Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თენგიზ შარმანაშვილი - თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს, სავალალოა!

პოლიტიკა
56
Frontnews
თენგიზ შარმანაშვილი - თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს, სავალალოა!

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ვერ წყვეტს.

მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადება, სადაც იგი ლიეტუვაში IRI-ის კონფერენციაზე ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან ოპოზიციისთვის გაცემულ მითითებებზე საუბრობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციონერები გადაწყვეტილებებს პატრონებთან შეთანხმებით იღებენ.

“სხვა რამეს ვამბობთ? თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!” - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები