ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თენგიზ შარმანაშვილი - თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს,- წერს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ აქციების დროს დაკავებულთა შეწყალების საკითხზე.
შარმანაშვილის განცხადებით, მოვლენების მსვლელობა თუ ასე გაგრძელდება ნელ-ნელა სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს.
“ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს. ვინც სიძულვილს ვერ გაცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის”, - წერს შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




