Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თენგო თევზაძე - მიუხედავად ყველაფრისა, "ქართული ოცნება“ ვერ დაამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას

პოლიტიკა
90
Frontnews
თენგო თევზაძე - მიუხედავად ყველაფრისა, "ქართული ოცნება“ ვერ დაამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას

სასამართლოზე ჩვენი შუამდგომლობები ეხებოდა ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულების დაშვება-არდაშვების საკითხს 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საკითხს და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციას და მოწმეებად მათ მოყვანას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რაც შეიძლება მალე აკრძალოს პოლიტიკური პარტიები.

"სასამართლოზე ჩვენი შუამდგომლობები ეხებოდა ე.წ. საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულების დაშვება-არდაშვების საკითხს 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საკითხს და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციას და მოწმეებად მათ მოყვანას, თუმცა ამაოდ. 

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რაც შეიძლება მალე აკრძალოს პოლიტიკური პარტიები იმიტომ, რომ დღეს მოვისმინეთ, რომ შემდეგი კვირა სრულად დაეთმობა  ყოველდღე სარჩელის განხილვას, ეს კი უკვე მტკიცებულებაა ამის, მიუხედავად ყველაფრისა, "ქართული ოცნება“ ვერ დაამყარებს ამ ქვეყანაში დიქტატურას. ამის მცდელობა შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და მებრძოლი ხალხი მიიყვანს საქმეს ბოლომდე, დინასტიური ერთი ოჯახის მმართველობა ამ ქვეყანაში ვერ იქნება", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები