Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თენგო თევზაძე - თქვენ გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე აიღებს ტელეფონს და რეკავს სენატში, რომ აბა ეს დაგვისანქცირეთ?! 

პოლიტიკა
53
Frontnews
თენგო თევზაძე - თქვენ გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე აიღებს ტელეფონს და რეკავს სენატში, რომ აბა ეს დაგვისანქცირეთ?! 

მართლა მაინტერესებს, თქვენ გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე აიღებს ტელეფონს და რეკავს სენატში, რომ აბა ეს დაგვისანქცირეთ?! ლოგიკას მოკლებულია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური პროცესია.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, სანქციები როგორ ხდება?! ჩვენ, ოპოზიციას, გავლენა აქვს ბრიტანეთის ხაზინაზე, ბრიტანეთის მთავრობაზე, სენატზე, წარმომადგენლობით პალატაზე?! „დროა“ დაასანქცირა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ეფესბემ“ ერთი კვირის წინ და „ქართული ოცნება“ რატომ არ გაემიჯნა?! ავკრძალოთ „ქართული ოცნება“ ამის გამო?! რატომ არ გაემიჯნა „ქართული ოცნება“? არც ვთხოვთ, ეს პოლიტიკური პროცესია, რუსეთისთვის ჩვენ ვართ, ოპოზიცია, მტერი და ევროპა „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს საქართველოს საწინააღმდეგოდ. არჩევანი ხალხზეა, რუსეთი თუ ევროპა და ევროკავშირი. მართლა მაინტერესებს, თქვენ გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე აიღებს ტელეფონს და რეკავს სენატში, რომ აბა ეს დაგვისანქცირეთ?! ლოგიკას მოკლებულია”, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები