ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თეონა თამაზაშვილი - ვითხოვ გამოძიების დაწყებას, ხომ უნდა გამოიძიონ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ?!

ავტორი
Front News საქართველო
პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას ხელახალ გამოძიებას სთხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით მხარდამჭერებთან ერთად პროკურატურასთან მივლენ.
ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, გამოძიების მოთხოვნით 19 თებერვალსაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არავის ჰქონია.
“ამათ ხალხმრავლობის უფრო ეშინიათ, ვიდრე რეალურად რომ მოითხოვო გამოძიება, რომელიც ისედაც ევალებათ. რამდენი მოკლული და დაკარგული ბავშვია და არ იძიებენ, არ აინტერესებთ, მარტო ფულის კეთებაზე არიან გადასულები. ვითხოვ გამოძიების დაწყებას, წინა გამოძიებაში იმდენი ლაფსუსია, რომ ხომ უნდა გამოიძიონ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ?! 19 თებერვალს შევიტანეთ განაცხადი და არ გვაღირსეს პასუხი, რეაგირება არ ჰქონიათ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.
თაგები:
თეონა თამაზაშვილი




