თერჯოლის ახალგაზრდული ბანაკი "ნინველები" პოეტ ტარიელ ხალხერაულს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის ახალგაზრდული ბანაკი "ნინველები" პოეტ ტარიელ ხალხერაულს შეხვდა.
შეხვედრაზე ბანაკის გუნდებმა, პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და შთამბეჭდავი პოეზიის საღამო წარმოადგინეს.
ღონისძიება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. პოეზიის საღამო მერიის კულტურის სამსახურის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა და მას მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი დაესწრნენ.
თაგები:
თერჯოლა




