ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მერი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.
საბავშვო ბაღების პედაგოგებმა ერთთვიანი პროფესიული განვითარების ტრენინგები გაიარეს. პროექტი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე მასწავლებლის სახლის თანამშრომლობით განხორციელდა.
აღმზრდელების, აღმზრდელ-პედაგოგების და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 28 სექტემბერს დაიწყო; პროექტის ფარგლებში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სერტიფიკატები 55 თანამშრომელს გადასცეს.
თერჯოლის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ის ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლების ხარისხის გაზრდას.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, საკრებულოში მერის წარმომადგენელი ქეთევან შეყრილაძე, სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი მაია თორთლაძე და საბავშვო ბაღების პერსონალი დაესწრო.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




