Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა

რეგიონები
2921
Frontnews
თერჯოლის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა და ახალი სასწავლო წელი მიულოცა.

ხელმძღვანელი პირები სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის  ხელმძღვანელ მაია თორთლაძესთან ერთად,  ახალთერჯოლის, ძევრის და თერჯოლის #3  საბავშვო ბაღებში იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში  სულ 55 სააღმზრდელო ჯგუფია, თითოეულ მათგანს, ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით,  35 დასახელების შესაბამისი სათამაშო გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯა.

ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 806 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები