ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მერმა სამსახურის უფროსებთან, მერის წარმომადგენლებსა და ა(ა) იპების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ მერიის სამსახურის უფროსებთან, მერის წარმომადგენლებსა და ა(ა) იპების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, მერმა მოისმინა ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზე, კულტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




