ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი პროექტ Smart4Rural-ის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე პროექტ Smart4Rural-ის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
შეხვედრის მიზანი იყო პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის, Smart4Rural“ შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის.
პრეზენტაცია წარადგინეს პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ფანჩულიძემ.
ინიციატივა წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ თანამშრომლობით განხორციელდა. მისი ძირითადი ამოცანაა ჭკვიანი მიდგომების, გარემოსდაცვითი განათლების, სადემონსტრაციო აქტივობებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გადამუშავებისა და კომპოსტირების ინოვაციური, პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვას გულისხმობს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შექმნილი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით სრულად აღჭურვილი მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსებზე, მათ შორის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე, სასკოლო სასწავლო პროგრამასა და თემატურ პუბლიკაციებზე.
მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და ნარჩენების მართვის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად, დაესწრო.
თაგები:
მანუჩარ რობაქიძე




