Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სამბოში მსოფლიო პრიზიორს ნიკა ბრეგვაძეს შეხვდა

რეგიონები
1335
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სამბოში მსოფლიო პრიზიორს ნიკა ბრეგვაძეს შეხვდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, სამბოში მსოფლიო პრიზიორს ნიკა ბრეგვაძეს  შეხვდა.

მერმა გამარჯვებულ სპორტსმენს და მწვრთნელს ლერი ჯიხვაშვილს მიღწეული შედეგი მიულოცა  და წარმატებები უსურვა.

მსოფლიო პრიზიორს მუნიციპალიტეტის მერიისგან ჯილდოდ 2000 ლარი გადაეცემა, იგივე ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემა  სპორტსმენის მწვრთნელსაც.

თერჯოლელმა სამბისტმა ნიკა ბრეგვაძემ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, 21-წლამდელებს შორის, საბრძოლო სამბოში  მიიღო მონაწილეობა და  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეხვედრას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ოქრუაძე, მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი შალვა  გოგოლაშვილი და თერჯოლის სპორტის სასახლის დირექტორი ირაკლი ჩხეიძე დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები