Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად "ზესტაფონის თასის" ტურნირის ფინალს დაესწრო

რეგიონები
379
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად "ზესტაფონის თასის" ტურნირის ფინალს დაესწრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად "ზესტაფონის თასის" ტურნირის ფინალს დაესწრო.  

ფინალში ერთმანეთს თერჯოლის "საპოვნელას" და ქუთაისის "ტორპედოს" გუნდები დაუპირისპირდნენ. თერჯოლის გუნდმა ტურნირის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.  

ჩემპიონატში საქართველოს რეგიონებიდან წარმოდგენილი 25  გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც. თერჯოლის "საპოვნელას" გუნდის ორი ფეხბურთელი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდა.

პრიზი "ტურნირის აღმოჩენა" ნუგზარ არაბიძეს გადაეცა, ხოლო ცოტნე  ლილუაშვილი შეჯიბრის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

ხელმძღვანელმა პირებმა თერჯოლელ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები