Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

რეგიონები
1473
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

სამშობლოსათვის დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი არქიმანდრიტმა ქრისტეფორე ცერცვაძემ გადაიხადა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები