Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რეგიონები
1147
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში,  მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ხიდის არსებული ხის სავალი ნაწილი ლითონის საფარით შეიცვალა. ამ ეტაპზე ეწყობა ხიდამდე მისასვლელი გზა. ხიდის  განახლებისთვის თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ხელშეკრულების ღირებულება  513989 ლარს შეადგენს.

მერმა  ასევე დაათვალიერა თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე 8500 მ2 ფართობზე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში იგება არმირებული ბეტონის საფარი.  ხელშეკრულების ღირებულება  592550 ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესი მერის მოადგილე ზვიად ბაზაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგი ჯიხვაშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარმა დეპუტატებმა ზურა ჩხიკვაძემ, გოჩა ვერულაშვილმა და შალვა ჭანკვეტაძემ დაათვალიერეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები