ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, მინი ფეხბურთში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.
მინი ფეხბურთის ტურნირებზე, მიმდინარე წელს სოფელ ალისუბნის #1 სკოლის გოგონათა და სოფელ ბარდუბნის სკოლის ვაჟთა გუნდები გახდნენ გამარჯვებულები.
დღეს დაძაბულ შეჯიბრებაში ალისუბნის #1 სკოლის გუნდმა თერჯოლის #2 სკოლა დაამარცხა, ხოლო ბარდუბნის სკოლის გუნდმა, თუზის სკოლის გუნდს სძლია.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში 21 სკოლა მონაწილეობდა. მინი ფეხბურთში გამარჯვებული გუნდები, გაზაფხულზე რეგიონულ თამაშებში ჩაერთვებიან.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




