ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს.
რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფელ ზედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 26 მაისში ვარდოსანიძეების და კვანტიძეების უბნებში გზების რეაბილიტაცია, პროექტი გარდამავალია და გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდება 2027 წელს, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5500 მ2 გზას.
როგორც მერმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის.
სოფელ 26 მაისის საუბნო გზის რეაბილიტაციის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 391 273 ლარს.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი




