Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

რეგიონები
1311
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში ქალთა ჯანმრთელობისა და ძუძუს კიბოს პრევენციის საკითხებს დაეთმო.

შეხვედრაზე მოწვეულმა ადგილობრივმა ექიმებმა მონაწილეებს  ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის, რეგულარული სამედიცინო შემოწმებისა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ყურადღება ასევე გამახვილდა დაავადების დროული დიაგნოსტიკის როლსა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის გაძლიერების აუცილებლობაზე.

საბჭოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები