Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში კომპაკ სპორტინგში საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი გაიმართა

რეგიონები
789
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში კომპაკ სპორტინგში საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში კომპაკ სპორტინგში საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი გაიმართა.

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, პარლამენტის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
100-მა  მსროლელმა ტურნირის სხვადასხვა  სახეობაში იასპარეზა. მათ შორის შეჯიბრებები გაიმართა გუნდებს, ნაკრებებს და ინდივიდუალურ მსროლელებს შორის.

ღონისძიებაში  პროფესიონალი მსროლელები და ადგილობრივი მოყვარული მსროლელ-მონადირეები მონაწილეობდნენ, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებიდან.

ყველა სახეობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა დელეგატის თასით.

კომპაკ სპორტინგის ტურნირი საქართველოს სპორტინგის ფედერაციის ეგიდით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანია სპორტის ამ სახეობის განვითარება და  მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები