ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ქალაქ თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩის და სოფელ სიქთარვაში, ყაზაიშვილების საუბნო გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთებზე, 3 კილომეტრზე მოეწყობა არმირებული ბეტონის საფარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და გაზრდის საგზაო ინფრასტრუქტურის გამართულობას.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 880 000 ლარს შეადგენს. გზების მონიტორინგს მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი თურქაძე დაესწრო მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად.
თაგები:
თერჯოლა




