ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელებს საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ

ავტორი
Frontnews საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ.
დაჯილდოვდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულების მქონე ოთხ პირველკურსელი: იური ფორჩხიძე - (თერჯოლის №2 საჯარო სკოლა), მარიამ ბარდაველიძე (ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა), ნიკოლოზ სარდანაძე (კერძო სკოლა „მზეკაბანი 2007“), ნოდარ კახიძე (სიქთარვის საჯარო სკოლა).
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი პრიზები გაიცა ასევე საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ ყველა ასაკის სპორტსმენზე. ჯილდოს სახით გაცემულია 65 600 ლარი, სულ დაჯილდოვდა 46 სპორტსმენი და 6 მწვრთნელი.
აღნიშნული ჯილდოები ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფინანსების წესში ცვლილების შეტანის თანახმად გასცა.
შესაბამისი ცვლილება წარმომადგენლობითმა ორგანომ "წარმატებული სპორტსმენის და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ 4 ნოემბერს ჩატარებულ სხდომაზე შეიტანა.
თაგები:
თერჯოლა




