Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა

რეგიონები
95
Frontnews
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.

ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად დაესწრო. 

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო მძლეოსნური გარბენი. ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერში წარმოდგენილი იყო სამოყვარულო ტურნირი შაშსა და ნარდში. ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი "საპოვნელას" სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. 

ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით, ამფითეატრის სცენაზე კონცერტი გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, აქტივობების დასასრულს, მოყვარულთა  ლიგა 2026-ის ფინალზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, წელს ეს ტიტული თერჯოლის გუნდმა მოიპოვა. ტურნირებში გამარჯვებული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს. 

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეზე მოწყობილ აქტივობებს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დაესწრნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. 

ღონისძიებები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და აიპიების ჩართულობით განხორციელდა.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები