Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თაკო ჩარკვიანი – მოგივიდეს რუსთაველზე 180 ათასი კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია? ამას შეცდომა არ ჰქვია?

პოლიტიკა
933
Frontnews
თაკო ჩარკვიანი – მოგივიდეს რუსთაველზე 180 ათასი კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია? ამას შეცდომა არ ჰქვია?

მოგივიდეს რუსთაველზე 180 ათასი კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია? ამას შეცდომა არ ჰქვია? ქვეყნის მარცხი  “შეეწერება” ცუღლუტ ოპოზიციონერს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფული გადაწყვეტს ოპოზიციის მუშაობას.

“რა არის ორშაბათი, სამუშაო დღეა და შაბათ-კვირა რომ გაქვს რა ხდება? სცენის დადგმა თუ შეგეძლო 5 დღის წინ და ფინანსები გქონდა, ხომ შეკრიბე და მოვიდა ხალხი და დარჩი, რა.

მოგივიდეს რუსთაველზე 180 ათასი კაცი და საათ-ნახევარში სახლში გაუშვა, ამას ბრძოლა ჰქვია? ამას შეცდომა არ ჰქვია?

საინფორმაციო იყოო, რა იყო იქ საინფორმაციო, რა გვითხრეს? არაფერი. ფული გადაწყვეტს ოპოზიციის მუშაობას. ის, რომ სცენა დადგა, მიკროფონი დადგა და ამიტომ  მისი ნებართვით უნდა ხდებოდეს რაღაც შეკრებები, ეს მოუტანს ოპოზიციას კი არა, ქვეყანას მარცხს. ქვეყნის მარცხი კი “შეეწერება”, მაპატიეთ, ამ ჟარგონისთვის, ცუღლუტ ოპოზიციონერს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები